პროექტის სახელი: ”ილია ჭავჭავაძე და თბილისი”
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებს შეექმნათ ზოგადი წარმოდგენა მე-19 საუკუნის თბილისის შესახებ
პროექტის ვრცელი აღწერა: ეს პროექტი მიზნად ისახავს ბავშვებმა უკეთ შეისწავლონ დედაქალაქი, შეიყვარონ და გაუფრთხილდნენ მის წარსულსა და აწმყოს.
პროექტში მონაწილე ბავშვები
პირველ ეტაპზე მოიძიებენ მასალებს ბიბლიოთეკისა და ისტ ტექნოლოგიების მეშვეობით.
მეორე ეტაპზე ერთმანეთს გააცნობენ ინდივიდუალურად მოძიებულ ინფორმაციას.
მესამე ეტაპზე ქმნიან ტურისტულ მარშრუტებს ილია ჭავჭავაძის სავარაუდო გადაადგილების მიხედვით.
მეოთხე ეტაპზე ეწყობა საცდელი გასვლა ერთ-ერთ მარშრუტზე.
მონაწილეთა ასაკი: 13-16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:2009 წ
ლის ნოემბრიდან სასწავლო წლის ბოლომდე
პროექტის შესაძლო აქტივობები: დღიურები, ინტერვიუები, გამოფენები, ინტელექტუალური ვიქტორინები.
მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება შეიქმნას: გამოფენები, პრეზენტაციები, ბლოგი, ნახატები, წიგნები, დღიურები.
სარგებელი სხვებისათვის: პროექტის მონაწილე ფიქრობს იმ კონკრეტულ მიზნებზე, რომელსაც შეიძლება მიაღწიოს . კერძოდ, ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს თანატოლებისათვის, დაააინტერესოს და გვერდში დაიყენოს ისეთი ბავშვი, ვინც უდიერად ექცევა, ანაგვიანებს და ანადგურებს ქა
ლაქის ისტორიას. დაეხმაროს კონკრეტული ქუჩის ისტორიის მოძიებაში. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოების დაინტერესება და ინფორმირება.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული, ისტორია, ხელოვნება, მუსიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
პროექტის შემქმნელი: ანი ზედელაშვილი